დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურატურის უფროსის თანამდებობიდან ირინა ვენედიქტოვას გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მსგავს გადაწყვეტილებას 264-მა სახალხო დეპუტატმა მისცა ხმა. შეხვედრას ირინა ვენედიქტოვა ესწრებოდა.
„გათავისუფლება განხილვით მოხდა. როგორც კომიტეტში, არც ხმამაღალი განცხადებები და არც ბრალდებები არ ყოფილა", - განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა.
შემცვლელის დანიშვნის საკითხი განსახილველად ჯერ არ დამდგარა.
შეგახსენებთ, რომ ირინა ვენედიქტოვა ამ თანამდებობას 2020 წლის 17 მარტიდან იკავებდა, მანამდე იგი ხელმძღვანელობდა საკანონმდებლო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტს. უკრაინის უმაღლესმა რადამ ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ წინადადება ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო.