პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის მისამართით ცეცხლის გახსნას დამარცხებულთა შურისძიებას უწოდებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
„თითქმის ყოველ საათში ერთხელ ვიღებ ინფორმაციას ოკუპანტების მიერ ხერსონზე მიტანილი დარტყმების შესახებ. ასეთი ტერორი დაიწყო მაშინვე, როგორც კი რუსეთის არმია იძულებული გახდა, გაქცეულიყო ხერსონიდან. ეს დამარცხებულების შურისძიებაა. არ იციან, როგორ იომონ. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის დატერორება. ან ენერგეტიკული ტერორი, ან საარტილერიო ან სარაკეტო. ეს არის ის, სადამდეც მოხდა რუსეთის დეგრადაცია მოქმედი მმართველების პერიოდში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ხერსონის მისამართით რუსეთის არმიამ გუშინ ღამით რამდენჯერმე გახსნა ცეცხლი არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი ადამიანი, 21 კი დაიჭრა.