ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
„უკრაინის ტრაგედია მთელი ევროპისა და მსოფლიოს ტრაგედიაა“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უკრაინის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა .
„უკრაინის საელჩოში შეხვედრა ჩვენთვის შესაძლებლობა იყო, რომ მოგვესმინა საქართველოში უკრაინის ელჩისთვის და გვეჩვენებინა ის უდიდესი სოლიდარობა, რომელსაც გამოვხატავთ მისი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ასევე, სამძიმარი გამოვხატეთ ყველა დაღუპულისა თუ დაჭრილის ოჯახებისა და მეგობრების მიმართ. უკრაინის ეს ტრაგედია არის მთელი ევროპისა და მსოფლიოს ტრაგედია“, - თქვა ჰარცელმა.