უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უხარისხო ნაღმების საკითხს იძიებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უხარისხო ნაღმების საკითხს იძიებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ფრონტზე უხარისხო 120 მილიმეტრიანი ნაღმების გაგზავნის საკითხს იძიებს.

გამოძიება 3 კვირის წინ დაიწყო. წინასწარი ვერსიით, ნაღმების უხარისხობის მიზეზი მათი წარმოებისას დაშვებული შეცდომა, ან საბრძოლო მასალის არასწორი შენახვა- ტრანსპორტირებაა.

თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ფრონტზე უხარისხო ნაღმებს უცხოური წარმოების ანალოგებით ჩაანაცვლებენ, გამოძიების დასრულების შემდეგ კი, დამნაშავეები დაისჯებიან და სკანდალურ საქმეს საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება.