ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსულ ძალებში „უზარმაზარი დანაკარგების“ გამო, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ დროებით იკლო.
როგორც რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს, რუსი ოკუპანტები ცდილობენ ცოცხალი ძალის და საშუალებების თავმოყრას შეტევის ახალი ტალღისთვის, პირველ ყოვლისა, კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ნიკოლაევის მიმართულებებით.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანახმად, არმიისთვის შეიარაღების და საბრძოლო მასალების მიწოდებაში მნიშვნელოვანი პროგრესია და "მოწინააღმდეგეს სიურპრიზი ელოდება“.
უკრაინა, რომელსაც ნატოს წევრი სახელმწიფოები გარკვეული სახეობის იარაღს აწვდიან, თვითმფრინავებით დახმარებას ითხოვს მას შემდეგ, რაც ნატომ უარი თქვა უკრაინის საჰაერო სივრცე გამოეცხადებინა ფრენისგან თავისუფალ ზონად.