უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს კოლოსალურ ზიანს მიაყენებს - სერგეი ლავროვი

ლავროვი

უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემის შემთხვევაში, რუსეთი სერიოზული ესკალაციით იმუქრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ეს ქმედება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს „კოლოსალურ ზიანს“ მიაყენებს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს, რადგან ესკალაცია არ სურს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ესკალაცია იქნება, თანაც ძალიან სერიოზული, უკრაინა არაფერ შუაში იქნება. ეს კოლოსალურ ზიანს მიაყენებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივებს და იმ ჩიხიდან გამოსვლას, რომელშიც ეს ურთიერთობები ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიყვანა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

ამასთან, სერგეი ლავროვის თქმით, ევროპას სურს, უკრაინაში კონფლიქტი „ტრამპის ომად“ აქციოს.