უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: რუს ოკუპანტებს ორი გზა აქვთ - განადგურება ან დანებება

ვალერი ზალუჟნი

„რუს ოკუპანტებს ორი გზა აქვთ: განადგურება ან დანებება. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, ამიტომ დავიცავთ მას სისხლის ბოლო წვეთამდე“, - ამის შესახებ  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნმა განაცხადა. 

„მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ აწარმოებს სისხლიან ომს აგრესორი სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ. რუსი ოკუპანტები უმიზნებენ მშვიდობიან ქალაქებს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აგრესორი ისე მოიგერიეს, რომ იძულებული გახადეს, შეტევის გასაგრძელებლად, რეზერვის შესაქმნელად მობილიზებულიყო. მტერმა დაკარგა ტაქტიკური ინიციატივა“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.