პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნობელის პრემიის 159-მა ლაურეატმა უკრაინის მხარდამჭერ წერილს მოაწერა. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ნობელის ლაურეატებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთში განხორციელებულ ინტერვენციას შეადარეს.
ისინი პუტინისგან ომის დასრულებას მოითხოვენ.
"ისე, როგორც ნაცისტურმა გერმანიამ 1939 წელს, პოლონეთს შეუტია, (მსგავსი ხრიკებით და ყალბი პროვოკაციებით) და საბჭოთა კავშირს 1941 წელს, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით, დაუსაბუთებელი სამხედრო აგრესია წამოიწყო უკრაინაში. ომზე უარესი არაფერია". - ნათქვამია წერილში.