პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„უკრინფორმის“ ინფორმაციით, უკრაინის რადას დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი „მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალვის შესახებ". მისი ავტორია პარტია „სვობოდას“ ლიდერი ოქსანა სავჩუკი.
კანონპროექტი ითვალისწინებს მოსკოვის საპატრიარქოს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში შემავალი რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიურ თემებს, მონასტრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ შეცვალონ დაქვემდებარება ამ კანონის ძალაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში.
გარდა ამისა, კონონპროექტით გათვალისწინებულია, რომ უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოსა და მის შემადგენლობაში არსებულ ორგანიზაციებს კანონის მიღებიდან 48 საათში უნდა ჩამოერთვათ ქონება.