მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა
1732448315
უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმას ქალი და მისი სამი შვილი ემსხვერპლნენ. ინფორმაციას ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ორი თვის ჩვილია. მანამდე, ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს ბავშვების დედა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულა.
მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე დარტყმა გუშინ ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს. იერიშის შედეგად დაშავდა ასევე 14 ადამიანი.