უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი სამშვიდობო შეთანხმების სავარაუდო თარიღს ასახელებს

ოლქსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლქსი არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება არაუგვიანეს მაისის დასაწყისისთვის ექნება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

„ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისისა, მაისის დასაწყისისა, ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება. ან სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული ძალიან სწრაფად, ერთ-ორ კვირაში, ჯარების აყვანით და ყველაფრით, ან იქნება მაგალითად, სირიელების მოგროვების მცდელობა მეორე რაუნდისთვის და როდესაც ჩვენ მათ დავთქვამთ, აპრილის შუა რიცხვებისთვის ან აპრილის ბოლოს იქნება შეთანხმება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად სირიელების რეკრუტირებას ცდილობს.