პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში სოციალური სერვისების მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკმა თითქმის 200 მილიონი დოლარის დამატებითი და გადაპროგრამებული დაფინანსება გამოაცხადა. ამის შესახებ უკრიანული მედია წერს.
როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ამ თანხას ემატება გასულ კვირას უკრაინისთვის მობილიზებულ 723 მილიონი დოლარი, საიდანაც 350 მილიონი უკრაინაში უკვე გადარიცხულია. ეს დაფინანსება არის 3 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ადრე გამოაცხადა უკრაინისთვის. უკრაინამ ეს თანხები უახლოეს თვეებში უნდა მიიღოს.
მსოფლიო ბანკის მიერ უკრაინისთვის მობილიზებული მთლიანი თანხა ახლა $925 მილიონზე მეტია.
„ომი აყენებს მძიმე ზარალს ადამიანებს და ქმნის ფინანსურ ხარვეზებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის უკრაინაში მოწყვლადი ადამიანების უნარს, დააკმაყოფილონ ძირითადი საჭიროებები. ეს სწრაფი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ამ ხარვეზების გადალახვას უკიდურესი არასტაბილურობის დროს, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მხარდაჭერის გაძლიერებაზე რეგიონისთვის“, - განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა.