უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, ოკუპანტები ხერსონში „რეფერენდუმისთვის" ბიულეტენებს ბეჭდავენ

xersoni

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქ ხერსონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას 1-ლი მაისიდან 10 მაისის პერიოდში აპირებს.

„მოწმეების თქმით, ქალაქ ნოვა კახოვკაში „სტამბა" „რეფერენდუმის“ ბიულეტენებს ბეჭდავს. ცხადია, „კენჭისყრის" შედეგების ყველა ოქმი წინასწარ მომზადდება და გადაეცემა რეგიონულ ცენტრს. ფსევდორეფერენდუმი იგეგმება 2022 წლის 1-ლი მაისიდან 10 მაისის პერიოდში. ამ დროს ისინი აპირებენ ხერსონის შესასვლელისა და გასასვლელის დახურვასა და ყველანაირი კომუნიკაციის გათიშვას.

დამპყრობლებს გაუჭირდებათ „რეფერენდუმის" ჩატარება, რადგან მიუხედავად რასისტების მიერ, იარაღის გამოყენებისა და აქციების ძალადობრივი დარბევისა, ხერსონის გმირი მოსახლეობა აგრძელებს ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს ლოზუნგით „ხერსონი უკრაინაა!" - წერს ლუდმილა დენისოვა.