1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი კურსკის ოლქში ალყაში მოხვედრილი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
უკრაინელი ომბუდსმენის ცნობით, რუსი ჯარისკაცების მორიგი სამხედრო დანაშაულის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ამასთან, ლუბინეცი არ ასაჯაროებს მომხდარის სხვა დეტალებს, მათ შორის მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ.
უკრაინის ომბუდსმენის თქმით, მან აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით გაეროს და „წითელ ჯვარს“ მიმართა.
„საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. ოკუპანტმა ქვეყანამ მორიგ ჯერზე დაარღვია ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ. რუსეთი უნდა შეჩერდეს. მტერი პასუხს აგებს თითოეულ დანაშაულზე“, – აღნიშნავს ლუბინეცი.