„16 წლისაა და 25 წლის ფეხბურთელივით თამაშობს", - სანიოლმა ახალწვეული შეაქო
1748702675
უკრაინის რამდენიმე ოლქში წუხელ საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ჩერნიგოვის, სუმის, კიევის, პოლტავას, ხარკოვის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში.
კრემენჩუგის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მოგვიანებით, პოლტავას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლუნინმა „ტელეგრამში“ დაწერა, რომ ოლქის თავზე 5 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საჰაერო განგაში ყველგან შეწყდა.
გუშინ, „სამხრეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთმა, უახლოეს ორ დღეში, შესაძლოა, უკრაინაში ახალი მასიური სარაკეტო დარტყმა გამახორციელოს.