„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ არსებობს უკრაინაზე საჰაერო იერიშების განხორციელების საფრთხე და მოქალაქეები იღებენ გაფრთხილებას, რომ თავშესაფრებში გადავიდნენ.
ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ოპერატიული სარდლობის, „სამხრეთის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია წერს, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი წყალზედა რაკეტმზიდი გამოიყვანეს.