უკრაინის ხელისუფლებამ კიდევ სამი ათასი ბავშვისა და მათი მშობლების იძულებითი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო

ევაკუაცია

უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ფრონტის მახლობლად მდებარე 44 დასახლებიდან სამი ათასი ბავშვისა და მათი მშობლების იძულებითი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მანამდე მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა ჩერნიგოვის ოლქის 14 სასაზღვრო სოფელში.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, გასული წლის ზაფხულიდან ფრონტის ხაზიდან უსაფრთხო ადგილებში 150 ათასი ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის 18 ათასი ბავშვი და 5 000-ზე მეტი შეზღუდული მობილურობის მქონე პირი.