ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართავს
1767645815
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას „თანამშრომლობის პროგრამაზე“ მუშაობა შესთავაზა.
მისი თქმით, ეს პროგრამა მიმართული იქნება „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ერთობლივ განვითარებაზე, რათა განმტკიცდეს საზოგადოების ხანგრძლივი თანაარსებობა“.
როდრიგესმა აღნიშნა, რომ ვენესუელა „პრიორიტეტს მიანიჭებს“ გადასვლას „ბალანსირებულ და პატივისცემაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებზე“ აშშ-სა და რეგიონთან. მან ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა.
„პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, ჩვენი ხალხები და ჩვენი რეგიონი იმსახურებენ მშვიდობასა და დიალოგს და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი და ახლა ეს მთელი ვენესუელის გზავნილია. ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება“, - განაცხადა როდრიგესმა.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს. ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ კი დელსი როდრიგესი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად დანიშნა.