უკრაინის არმიამ დონბასში შეტევები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია - უკრაინის გენშტაბი

განგაში უკრაინაში

უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა შვიდი სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 73-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

„ნოვოპავლოვსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე რუსი სამხედროები იცავენ ადრე დაკავებულ ხაზებს და პოზიციების საინჟინრო აღჭურვილობას ახდენენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის სამი ვერტმფრენი და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“,- აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციაში.