პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
“გზა ევროკავშირისკენ უკრაინისათვის ეს არის გზა შინისკენ. რუსეთს სურს, რომ ეს გზა გაანადგუროს ტოტალური ომით, მაგრამ ჩვენს ამას არ დავუშვებთ. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი “, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტისადმი მიმართვაში.
თავისი მიმართვა კი უკრაინის პრეზიდენტმა დაიწყო უკრაინული მისალმებით:"სლავა უკრაინე!", მადლობა გადაუხადა უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლას, რომელიც გასული წლის 1 აპრილს სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვეროპარლამენტის ტრიბუნიდან ვლადიმირ პუტინს უწოდა „დიქტატორი, რომელიც საბჭოთა იარაღის მარაგით“ ემუქრება ევროპულ ცივილიზაციას.
წინა დღით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მათ ზელენსკის დაუდასტურეს, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ რუსეთთან ომში გასამარჯვებლად.