VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 2 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს განმატებით, აღნიშნული ტერიტორიის გათავისუფლება ბოლო ორ კვირაში მოხერხდა, მას შემდეგ, რაც უკრაინული ძალები კონტრიერიშზე გადავიდნენ. საუბარია ხერსონის ჩრდილოეთით მდებარე ექვს და ბერისლავის რეგიონში 61 დასახლებაზე.
პარალელურად, გრძელდება მოქალაქეთა ევაკუაცია არხანგელსკიდან, ვისოკოპილიადან და ოსოკორივკიდან. სამივე ქალაქი რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების პირობებში იყო.