VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ლევან იოსელიანმა, საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ შეაფასა.
მისი თქმით, ერთადერთი ადეკვატური პოლიტიკოსი საქართველოს პრეზიდენტია.
„ერთადერთი ადეკვატური პოლიტიკოსი, რომელიც რეალურად აფასებს სიტუაციას და ცდილობს, რომ არსებული საფრთხე დაანახოს საზოგადოებას, არის საქართველოს პრეზიდენტი.
სულ რამდენიმე დეპუტატი წამოვუდექით პრეზიდენტს, ტაში დავუკარით და მივედით პერსონალური მადლობისთვის.
ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და ქართული ოცნების დაპირისპირება ისეთ ფაზაში შევიდა, რომ ქვეყანას ვნებს. პრეზიდენტი რა თქმა უნდა ხვდება ამას"- აცხადებს ლევან იოსელიანი.