დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, კიევის მახლობლად, ხარკოვის ოლქში, იზიუმთან ზარალი განიცადეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ხელმისაწვდომი ინფორმაციით, 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში, წამებასა და ძალადობაში, მოქმედებენ სოფელ იზიუმთან, სადაც მათ დანაკარგები, უკვე განიცადეს", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა 64-ე ბრიგადის ოკუპანტების მთელი ჯგუფი აიყვანეს, რომლებიც ბუჩაში გოგონებსა და ქალებს აუპატიურებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის იყო ოკუპანტი, რომელსაც ცოლმა უკრაინელი ქალების გაუპატიურების უფლება შემდეგი სიტყვებით მისცა: „შეგიძლია უკრაინელი ქალები გააუპატიურო, მაგრამ არ მითხრა“.
როგორც ადრე უკრაინული მედია წერდა, რუსი ქალი ოკუპანტს, საკუთარ მეუღლეს უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა. მამაკაცი, წარსულში რუსული გვარდიის წვევამდელი, იმ პოლკშიც მსახურობდა, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა, უკრაინაში ომის დაწყების დროს კი ხერსონში შეიჭრა. გაირკვა ისიც, რომ რუსი ოკუპანტის ცოლი შვილთან ერთად ოკუპირებულ ყირიმში ცხოვრობდა.
მედიასაშუალება "სხემამ" გაარკვია ისიც, რომ გავრცელებული დიალოგის დროს რუსი ოკუპანტი ხერსონში იმყოფებოდა. უკრაინულ სამართალდამცავ ორგანოებში არსებული წყაროებიდან ჟურნალისტებმა დიალოგის მონაწილეების სატელეფონო ნომრები გაარკვიეს, რის შედეგადაც აღნიშნულ პირებზე გავიდნენ.
"რადიო სვობოდამ" დიალოგის მონაწილეების იდენტიფიცირება მოახდინა. ისინი არიან 27 წლის რომან ბიკოვსკი და მისი მეუღლე - ოლგა ბიკოვსკაია-პინიასოვა. წარმოშობით ცოლ-ქმარი რუსეთიდან, ორლოვის ოლქიდან არიან.
ჟურნალისტები თავად რომან ბიკოვსკისაც დაუკავშირდნენ, რომელიც აცხადებს, რომ ჩანაწერში მისი ხმა არ ფიგურირებს, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ გამოძიების ავტორები და აცხადებენ, რომ მისი ხმა ჩანაწერის ავთენტური იყო.
რუსი ოკუპანტის ცოლის - ოლგა ბიკოვსკაიას ხმაც სრულიად ემთხვევა ჩანაწერს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს. ოლგა ბიკოვსკაიამ დაადასტურა, რომ მისი ქმარი სევასტოპოლში იმყოფება, კერძოდ კი ცეცხლნასროლ ჭრილობებს ჰოსპიტალში მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოკუპანტის და მისი ცოლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი 12 აპრილს გამოაქვეყნა. ცოლ-ქმრის დიალოგმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. "შენ იქ უკრაინელი ქალები გააუპატიურე, ოღონდ მე არაფერი მითხრა, გაიგე?" - ასე მიმართავს მეუღლე რუს ოკუპანტს და ურჩევს, ასეთ შემთხვევაში თავი დაიცვას.