უკრაინაში ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი ჩავარდა - ალექსეი არესტოვიჩი

ტყვე

უკრაინაში ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი ჩავარდა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.

„მე შემიძლია, გითხრათ რამდენი მათგანია ტყვეობაში, იქ არანაკლებ 250-300 ადამიანია მხოლოდ წვევამდელი.

წვევამდელებმა ბევრი საინტერესო რამ მოჰყვნენ, მათ შორის, სირიის მეთოდზე უკრაინაში, როდესაც ისინი ალყაში აქცევენ ქალაქებს და იქიდან გამომდინარე, რომ ვერ უგებენ უკრაინულ ჯარს, ცდილობენ მოუგონ მოსახლეობას, როგორც ახლა მარიუპოლში ხდება,“- განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვჩი მიიჩნევს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლი რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის სულ მცირე ნახევარი, სწორედ წვევამდელები არიან, რომელთა , რაოდენობა, დაახლოებით,  80-100 ათასს შეადგენს.