"უკრაინას მნიშვნელოვანი მისია აქვს - რუსებისთვის ჩაატაროს ისეთი სესია, რომელსაც ძველად ეგზორციზმს, ეშმაკისგან განდევნას ეძახდნენ" - პოდილიაკი პუტინზე

podiliaki

„ცინიზმის მწვერვალი“ - ასე შეაფასა პოდოლიაკმა პუტინის მილოცვა, რომელიც „გამარჯვების დღეს“ უკავშირდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსეთი და მისი „პოლიტიკური ელიტა“ „პროპაგანდისტული მითებით მოცულობითი კოლექტიური შეპყრობის“ ფენომენს ავლენს.

ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა UNIAN ავრცელებს. 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვა უკრაინელებისთვის გამარჯვების დღის მილოცვით არის "ცინიზმის დახვეწილი მწვერვალი".

პოდოლიაკის თქმით, სიტყვებით „ნაციზმის აღორძინების პრევენციის შესახებ“ სხვა არავინ საუბრობს, თუ არა თავად „თანამედროვე რუსული ნაციზმის მამა“.

კრემლის მეთაური სიტყვით მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე სასტიკად და მიზანმიმართულად იღუპებიან რუსული რაკეტებით.

პოდილიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთი და მისი „პოლიტიკური ელიტა“ ავლენს „პროპაგანდისტული მითებით მოცულობითი კოლექტიური შეპყრობის“ ფენომენს და ისინი პერიოდულად ჰალუცინაციის, საღ აზრს მოკლებულ, საჯარო ილუზიების (ოფიციალური ტერმინი) მდგომარეობაში შედიან".

უკრაინას ახლა, მნიშვნელოვანი ფსიქიატრიული მისია აქვს - ჩაატაროს დამაჯერებელი იძულებითი მასობრივი ფსიქოთერაპიის სესია რუსებისთვის. რაღაც ისეთი, რომელსაც ძველად ეგზორციზმს, ეშმაკისგან განდევნას ეძახდნენ", - აცხადებს პოდილიაკი.