უკრაინაში რუსეთის აგრესიას 231 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 231 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 427-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 144, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 100, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 48, ლუგანსკის ოლქში - 47, ნიკოლაევის ოლქში - 44, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,  ჟიტომირის ოლქში - 15.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.