პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში დაჭრილი „ქართული ლეგიონის“ მებრძოლი ლადო გამსახურდია, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აქვეყნებს და წერს, რომ ისევ მზადაა ბრძოლისთვის!
„გამოვჯანმრთელდი და ისევ მზად ვარ ბრძოლისთვის! ვემშვიდობები ტერნოპოლს, ძალიან ლამაზი ქალაქია. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. დიდი მადლობა მედპერსონალს და თითოეულ ადამიანს, ვინც აქ გავიცანი.
პირველ ფოტოზე სტეფან ბანდერას ძეგლთან ვდგავარ უკრაინელი ნაციონალისტის. მეორე ფოტოზე დანილ გალინსკია უკრაინელი მეფე, რომელმაც ქალაქი ლვოვი დააარსა. მესამე ფოტოზე არის ჩემი ექიმი Назар Ілліч Герасимюк. მადლობა ყველას ვინც ყურადღება მომაქცია. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“- წერს ლადო გამსახურდია.
შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლი ლადო გამსახურდია უკრაინაში, ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიჭრა.