არასდროს დავთმობ რწმენას, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია - პუტინი

putin

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კვლავ განაგრძობს საკუთარ პროპაგანდისტულ რიტორიკას უკრაინელ და რუს ერებთან დაკავშირებით.

ის უკრაინელების ამ აზრის საწინააღმდეგო პოზიციაზე ყოფნას კვლავ ნეონაცისტებს აბრალებს.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ „რუსები და უკრაინელები ერთი ერია“.

„არასდროს დავთმობ ჩემს რწმენას, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია. იმისდა მიუხედავადაც კი, რომ ზოგიერთი უკრაინელი დაშინებულია, ბევრი გამოშტერებულია ნაცისტური ნაციონალისტური პროპაგანდით და ზოგიც შეგნებულად გაჰყვა ბანდერელების, ნაცისტების სხვა მხარდამჭერების გზას“ – თქვა ვალადიმერ პუტინმა.