ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის, 2025 წლის პირველი თვეები განსაკუთრებით წარმატებული იქნება
1736275570
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მის ქვეყანაში ომი 2025 წელს დასრულდეს.
„ვფიქრობ, ომის 2025 წელს დასრულება ჩვენს ხელშია“, - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.
როგორც ზელენსკიმ დასძინა, ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების წელსვე ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
„ჩვენ გვსურს არჩევნები, რომელსაც ვენდობით. 8,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ წავიდა. მილიონობით ადამიანისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. მილიონობით ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. მე არ ვსაუბრობ 2014 წლის ოკუპაციაზე. მე ვსაუბრობ ოკუპაციაზე, რომელიც ახლა ხდება. ამ ხალხს რა ვუყოთ? ეს ძალიან რთული საკითხია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ახალი არჩევნების ჩატარება მილიონობით ჯარისკაცის გარეშე სამართლიანი არ იქნებოდა.