ქუჩები, სადაც 8 იანვარს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 8 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, სანთლის, ბერების, ხეთაგუროვის, ბურების და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის და სამგორის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის  გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე  ტერიტორიის, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს,  ხომლელის, ჯავახეთის, კალოუბნის, თრიალეთის, ბზითაგორის და შტენბერგის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, აეროდრომის დასახლების, რკინიგზის სახლების, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მხარგრძელის, ხარაბაძის, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ჩოჩუას, კვაჭანტირაძის, ზანდუკელის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ტატიშვილის, ბუკისციხის, მესხეთის, კოპცოვის, ლაღიძის, ონაშვილის, რამიშვილის, ზავრიევის, ჯიქიას, მანდელშტამის, უზნაძის, ონიაშვილის, იანქოშვილის, წულუკიძის, ანდრონიკაშვილის და ნანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.