უკრაინაში „მწამებლების წიგნი“ შეიქმნება - ვლადიმერ ზელენსკი

ზელენსკი

"უკრაინაში „მწამებლების წიგნი“ შეიქმნება, რომელშიც გამოვლენილნი იქნებიან ომის დამნაშავეები, კრიმინალები რუსული არმიიდან და ეს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდება", - ამის შესახებ ღამის ტრადიციული მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინის ზურგს უკან მოლაპარაკებები არ შეიძლება. როგორ შეიძლება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უკრაინის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს ძალიან უცნაურია.

არ შეიძლება მოლოდინი იყოს ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებისგან, რომ ჩვენ შევასუსტებთ ჩვენს პოზიციებს, რომ ჩვენ ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად გამოფიტულნი ვიქნებით, გვექნება ფულის დეფიციტი, საწვავის დეფიციტი და შემდეგ, როგორც ამბობენ, უკრაინა დამყოლი გახდება. ჩვენი სახელმწიფო არ იქნება ასეთი.

ჩვენ უკვე დავკარგეთ ბევრი ადამიანი, რომ დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ საჭიროა იარაღი, პოლიტიკური ერთობა ჩვენს ირგვლივ და ძლიერი სანქციების პოლიტიკა. დასავლელ მოკავშირეებს შეუძლიათ მეტი გააკეთონ, რათა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან. მათ შეუძლიათ უზრუნველყონ უკრაინა საჭირო იარაღით და დააწესონ მკაცრი ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ნავთობისა და გაზის სრული ემბარგო“, - განაცხადა ზელენსკიმ.