გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინაში კვალიფიცირებულია, როგორც გენოციდი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„რუსეთის ფედერაციამ გენოციდის აქტი ჩაიდინა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ბუჩაში, ჰოსტომელში, ირპენში, მარიუპოლში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ეს აქტები მოიცავს მკვლელობებს, ადამიანების გატაცებას, დეპორტაციას, თავისუფლების შეზღუდვას, გაუპატიურებებს, ასევე ცხედრების შეურაცხყოფას“, – ნათქვამია ესტონეთისა და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ დოკუმენტებში.
ამასთან, ლატვიის პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომლის მიხედვით, ქვეყნის იმ მოქალქეებს, ვინც რუსეთის ომს მხარს უჭერს, ლატვიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.