"ღმერთის ხელები ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემი შვილი შემიძლია გავუშვა" - აზოვსტალში დაღუპული მებრძოლის დედა

შტურმი

8 მაისს, კრივის ჩემპიონი, მოშა არტემი - "აზოვსტალში" გარდაიცვალა, რომელიც უკრაინას ოკუპანტებისგან  იარაღით ხელში იცავდა. ის უკრაინის თავისუფლებას შეეწირა. 

ამის შესახებ  ბიჭის დედამ - ირინა ეგორჩენკომ განაცხადა.

„08/05/2022. ჩემი შვილი აზოვსტალში გარდაიცვალა - მოშა არტემი.

ის მარადისობისკენ წავიდა და მარადიულ სავანეშია. ღმერთის ხელები ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემი შვილი შემიძლია გავუშვა.

ის ღირსეულად უკრაინის დაცვისას დაიღუპა და ღმერთმა სახლში წაიყვანა.

მადლობა ყველას, ვინც გვერდით ედგა, ლოცულობდა, მარხულობდა, იბრძოდა.

ძალიან კარგი შვილი იყავი. გნახავ შვილო - სამოთხეში. დედას, რომელსაც უყვარს და მოუთმენლად ელის შეხვედრას, შევხვდებით. გმადლობთ - მშვიდობიანი ცისთვის." - წერს დედა...