პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი კასრაძე წერს.
„უკრაინაში მცხოვრები, კიდევ ერთი ქართველი დაგვეღუპა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში.
კირილ შანავა. დიდება გმირებს!,-წერს გიორგი კასრაძე.
არსებული ინფორმაციით,იგი ოჯახით უკრაინაში ცხოვრობდა და უკრაინის მოქალაქე იყო. ის ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში წინა ხაზზე იბრძოდა, სადაც დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა.
უკრაინაში ამ დრომდე საბრძოლო მოქმედებებს 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.