პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, 41 წლის გიორგი გრიგოლიას ცხედარს საქართველოში 10 ივნისს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები და დის ოჯახის ადასტურებს.
მანამდე კი უკრაინაში, ტაძარში დაასვენებენ, სადაც იქ მყოფ ქართველ და უკრაინელ მებრძოლებს შესაძლებლობა ექნებათ პატივი მიაგონ მის ხსოვნას.
ქართველ მებრძოლს აბაშაში, დედის გვერდით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარედ იბრძოდა.
იგი მამასთან და ცოლ-შვილთან ერთად, 16 წელია უკრაინაში ცხოვრობდა. მასაც და მამამისსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ.
ნათესავების ცნობით,დაღუპულმა ცოლ-შვილი ომის დაწყებიდან მალევე თურქეთში გაგზავნა.
მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საკონტაქტოც შეიცვალეს და ახლა გრიგოლიები მათ ვერ უკავშირდებიან.