თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მასობრივი დანაკარგების გამო რუსეთში გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი გაათავისუფლეს, რომელიც საჰაერო სადესანტო ჯარებს მეთაურობდა.
ISW-ის ინფორმაციით, ახალ მეთაურად დანიშნულია გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი.
"ISW-ის არ შეუძლია დამოუკიდებლობა დაადასტუროს ეს ინფორმაცია ან სერდიუკოვის როლი უკრაინაში შეჭრის დროს, მაგრამ თუ ისინი სწორია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სერდიუკოვი პასუხისმგებელია რუსეთის საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფების ცუდ მუშაობასა და მძიმე დანაკარგებზე, განსაკუთრებით კიევის მახლობლად ადრეულ ოპერაციებში. უწყვეტმა გათავისუფლებებმა და სავარაუდო შიდა წმენდამ მაღალი რანგის ოფიცრების შიგნით, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად ძირს გამოუთხრის რუსული სარდლობის სუსტ შესაძლებლობებსა და რუსი ოფიცრების ნდობას", - აღნიშნულია ინსტიტუტის განცხადებაში.