პენსია გაიზრდება - ნახეთ, ვის რამდენი ემატება
1732688359
"მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება იქნება ობიექტური. საქართველოს არასამართლიანად გვერდზე გაწევა რუსეთისთვის კოჭის გაგორება იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს გარდა იმისა, რომ სამართლიანი და ობიექტური იყოს ეს გადაწყვეტილება. ის, რომ ევროპამ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, ბუნებრივია, ქართველ ხალხთან ამის ახსნა იქნება რთული. ერთ-ერთი ქვეყანა დღესაც არის დსთ-ს წევრი, ჩვენი დსთ-დან გასვლა ძალიან დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, ოკუპანტის მხრიდან არაერთი მუქარა იყო და მძიმე ფასის გადახდა მოუწია ქვეყანას თავის დროზე, ამიტომ როცა ასეთი ვითარებაა და საზოგადოებას ესმის არც თუ ისე სამართლიანი მინიშნებები, ეს აზიანებს პირველ რიგში ევროპას და ევროპულ ფასეულობებს.
ის, რომ ამ გადაწყვეტილებას ისმენს სერგო თეთრაძის ან გირგვლიანის ოჯახი, რომ ამის ჩამდენი კრიმინალი სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, მექა და გვარამია ყოფილა მედიის მეტრი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც გახსოვთ, ამბობდა, რომ იმედის მაშინდელი კონტენტი არ შეესაბამებოდა სახელმწიფოებრივ ინტერესს და ამიტომ დაარბიეს, სცემეს ჟურნალისტები და გახსოვთ, რა დღეში ჩააგდეს, ეს თავსებადი ვერ არის არათუ ევროპულ ღირებულებებთან, არამედ ზოგადად მორალთან. მოდით, ვკითხოთ საზოგადოებას რა უნდა, მათ უნდათ სამართლიანობა, ობიექტურობა“, - განაცხადა ღუდუშაურმა.