დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთი ქართველ მებრძოლ გელა გოგიას სამშობლოში ორშაბათს ჩამოასვენებენ.
გელა გოგია გუშინ საღამოს აღმოსავლეთ ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დაიღუპა.
ის ოკუპანტების წინააღმდეგ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა, რა დროსაც მან სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„არტილერიით დაბომბეს ჩვენი ბიჭების პოზიციები, რა დროსაც ნამსხვრევებით ჭრილობა მიიღო და დაიღუპა. ბოლოს სამი დღის წინ რომ ველაპარაკე მითხრა, რომ ფრონტის ხაზზე მიდიოდა, შეხვედრის დროს საძილე ტომარში იწვა, საჭმელი მიუტანეს და არ შეჭამა, უარი თქვა", - თქვა დაღუპული ჯარისკაცის შვილმა.
გელა გოგია წლებია უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ოკუპანტების წინააღმდეგ იგი 2014 წელსაც იბრძოდა.ასევე 25 აგვისტოს უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიჭრა.