VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთთან სალაპარაკო არაფერი აქვს.
„ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი აგრესიის გამო. ასე რომ სალაპარაკო ნამდვილად არაფერია“, - აღნიშნა კულებამ.
დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის მიზანი ამ ომში არის „ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სრული სუვერენიტეტის აღდგენა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში“.
მისივე თქმით, მიუხედავად ომისგან გამოწვეული დაღლილობის შესახებ გავრცელებული ნარატივებისა, მათი კომუნიკაციები უცხოეთთან მხოლოდ უმჯობესდება და ძლიერდება.