1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების სიას აქვეყნებს. გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია მოიცავს უკრაინისთვის გამოყოფილი ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების ჩამონათვალს, მათ შორის შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, საწვავს, სამედიცინო საშუალებებს, აღჭურვილობას, კარვებს და სხვა ტექნიკას.
12 ივლისის მდგომარეობით გადაცემული შეიარაღების სია მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის Panzerfaust-3-ის სამი ათასს ერთეულს 900 გამშვები დანადგარით, 14 900-ს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს, STINGER-ის 500 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 2 700 საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტრელას“, შვიდ თვითმავალ ჰაუბიცა Panzerhaubitze-ს, 21,8 მილიონ ტყვიას, 50 ბუნკერსაწინააღმდეგო რაკეტას, 100 ტყვიამფრქვევს, 100 ათას ხელყუმბარას და სხვა სამხედრო აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალებს.
ამას გარდა, გერმანიის მთავრობის აქვეყნებს იმ შეიარაღების სიას, რომლის გადაცემაც უკრაინისთვის იგეგმება, მათ შორისაა სამი თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitze, 43 სადაზვერვო დრონი, 54 ჯავშანტრანსპორტიორი M113, Gepard-ის ტიპის 30 თვითმავალ, შეჯავშნულ ანტისაჰაერო საზენიტო დანადგარს, MARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სამ რეაქტიულ სისტემას და სხვა შეიარაღებას.