1747637698
უკრაინას კონტრშეტევის მომზადებაში აშშ-ის დაზვერვა დაეხმარა - NYT

"ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, უკრაინას კონტრშეტევის მომზადებაში ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა.
გამოცემა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ზაფხულში, როცა კიევმა კონტრშეტევისთვის მომზადება დაიწყო, გააძლიერა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა აშშ-სთან.
„ომის განმავლობაში შეერთებული შტატები უკრაინას აწვდიდა ინფორმაციას სამეთაურო პუნქტების, საბრძოლო მასალის საცავების და სხვა საკვანძო წერტილების შესახებ რუსეთის სამხედრო ხაზებზე", - აცხადებს The New York Times აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა სადაზვერვო მასალის გაცვლა ხდებოდა ორ მხარეს შორის. CIA-ის ყოფილი ოფიცრის და პენტაგონის ყოფილი თანაშემწის, მიკა მალორის თქმით, უკრაინული არმია წინ იმაზე სწრაფად მიიწევს, ვიდრე მოსალოდნელო იყო.