„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისი დაიწყო.
„რუსული გაზაფხული“? არა... ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა — რუსეთის ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისი“, - წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის კუპიანსკი, ასევე, ქალაქი იზიუმი. გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკის გარეუბნებში იმყოფებიან და ქალაქს უტევენ.