„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
„ჩვენი არმია, დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს რამდენიმე ოპერატიულ რაიონში. აგრძელებენ წარმატებით.
ამჟამად [უკრაინის] შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში გაათავისუფლეს და აკონტროლებენ 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს.
თანდათან ვიბრუნებთ კონტროლს ახალ დასახლებებზე. ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას.
არ ვივიწყებთ სხვა მიმართულებებს. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში და ჩვენი ქვეყნის სამხრეთით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.