პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სანქცირებულ პირებს დიდი ბრიტანეთში შესვლა აეკრძალათ, მათი აქტივები კი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიყინება.
სანქციები დაუწესდათ საჯარო მოხელეებს, ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებს. სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, „როსგვარდიის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და მისი ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, ბიზნესმენები პიოტრ ავენი, მიხეილ ფრიდმანი და გერმან ხანი, ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენდირექტორი კონსტანტინე ერნსტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.