„ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და +40 გრადუსსაც მიაღწევს“ - ივლისის ამინდის პროგნოზი სრულად
1782763266
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ სურს რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი, მაგრამ მიაჩნია, რომ ომის დასრულებისთვის ეს სავარაუდოდ საჭირო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვაც საჭიროა რუსეთის პრეზიდენტთან. მე არ გეუბნებით, რომ ჩვენი ხალხი მზად არის მასთან საუბრისთვის, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. რა გვინდა ამ შეხვედრისგან… ჩვენი ცხოვრების დაბრუნება გვინდა. გვინდა, დავიბრუნოთ სუვერენული ქვეყნის ცხოვრება საკუთარ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.