უკრაინამ ცის დასაცავად საფრანგეთისგან Crotale საზენიტო სისტემები მიიღო

თავდაცვის სისტემა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლეს სისტემებს შორისაა საჰაერო თავდაცვის სისტემა Crotale. ამის შესახებ მან Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დახმარება ყველაზე მეტად ასოცირდება „კეისართან“ რომელთაგან 18 უკვე გადატანილია უკრაინაში, იარაღის სია გაცილებით ფართოა: მასში ასევე შედის Milan და Mistral რაკეტები, დაახლოებით 60 VAB ჯავშანტრანსპორტიორი, HDP-2A2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და დამცავი აღჭურვილობა ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური საფრთხის შემთხვევაში, ასევე ღამის ხედვის უახლესი მოწყობილობები.

გარდა ამისა, ლეკორნუს თქმით, კიევმა სარადარო სადგურები მოითხოვა და ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ განიხილება.