პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტაში ადანაშაულებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ბრალდების შესახებ მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ერთ-ერთ „ტელეგრამ“ არხზე ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც როგორც ირწმუნებიან უკრაინელი სამხედროები ლუგანსკის ოლქში, ხვრეტენ რუს სამხედროებს.
თავად დახვრეტის მომენტი კადრებში ასახული არ არის. ამასთან, ამ დროისთვის არც კადრების ავთენტურობა არ არის ოფიციალურად დადგენილი.
მედიის ინფორმაციით, რუსეთმა აღნიშნული შემთხვევის გამოძიების მოთხოვნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს.