დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ 11 მაისს სოლედარის მიმართულებით 26 თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მოსკოვის თქმით, თავდასხმაში 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 40-მდე ტანკი მონაწილეობდა.
„სოლედარის ტაქტიკური მიმართულებით მტერმა გუშინ შეტევითი ოპერაციები ჩაატარა მხარეებს შორის კონტაქტის მთელ ხაზზე, რომლის სიგრძე 95 კილომეტრზე მეტია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთებმა განახორციელეს 26 შეტევა, რომელშიც მონაწილეობდა 1 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 40-მდე ტანკი, ასევე სხვა სამხედრო და სპეცტექნიკა. ყველა თავდასხმა მოგერიებულია“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.