VIDEO: რას ამბობს გურამ კაშია კარიერის დასრულების შესახებ
1719826678
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 10 სამოქალაქო პირი დააბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის არის ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე ნარინამ ჯელიალი, რომელიც ყირიმში ჯერ კიდევ 2021 წელს დააპატიმრეს. ასევე გათავისუფლებულია უკრაინის 5 მოქალაქე, რომლებიც ბელორუსში დააკავეს.
„ყველა მათგანი გათავისუფლებულია და სახლშია - უკრაინაში“, - წერს ზელენსკი და ტყვეების გათავისუფლებაში მონაწილეობისთვის მადლობას ვატიკანს უხდის.
პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, იყო თუ არა გათავისუფლება გაცვლის შედეგი.