საქართველოს რბოლა შეიძლება დასრულდა, მაგრამ რა წარმოდგენა იყო, პორტუგალიასთან გამარჯვება სამუდამოდ დარჩება მათ საფეხბურთო ისტორიაში - „გარდიანი“

ნაკრები

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობასთან დაკავშირებით „გარდიანიც“ წერს.

„საქართველოს რბოლა შეიძლება დასრულდა, მაგრამ რა წარმოდგენა იყო. პორტუგალიასთან გამარჯვება სამუდამოდ დარჩება მათ საფეხბურთო ისტორიაში“, – აღნიშნულია გამოცემის გვერდზე.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები გუშინ ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024-ზე ასპარეზობა დაასრულა.